აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი
ხევი, მთიულეთიდა თუშ–ფშავ–ხევსურეთი – აღმოსავლეთ საქართველოს მთის რეგიონების სახელწოდებებია.
მთის ხალხი განსაკუთრებული ემოციური სიმკაცრით გამოირჩევა და მათი რელიგიური განწყობაც განსაკუთრებულია – მთის რელიგიური ცენტრები – ხატ–ანგელოზების საბრძანისები, სამლოცველოებია, რომლებსაც ხევსურები ჯვრებს, ხოლო თუშები და ფშავლები ხატებს უწოდებენ. ჯვარს(ხატს) თავისი ტერიტორია აქვს, სადაც სამლოცველო დარბაზი, სადროშე კოშკი, საზარე, სასანთლე, ბეღელი, საქვაბე–სალუდეა განალაგებული.
ერთ–ერთი მთიანი მხარის –ხევის უმთავრესი სალოცავია ულამაზესი გერგეტის სამება – რომელიც ზღვის დონიდან 2 040 მეტრზე მდებარეობს. ტაძარი XIV საუკუნეშია აგებული და გუმბათოვანი ტაძრისა და სამრეკლოსაგან შედგება.
მთის სოფლების არქიტექტურა ქართული ხუროთმოძღვრების განსაკუთრებული ძეგლია. მისი საუკეთესო მაგალითია სოფელი შატილი – იგი ქართული სამშენებლო ხელოვნების გამორჩეული ქმნილებაა – ტერასულად შეფენილი სოფელი საცხოვრებელიცაა და ციხე–სიმაგრეც.
მთიელები მუდამ განსაკუთრებული პატრიოტული გრძნობით გამოირჩეოდნენ – ისინი ქართველი მეფეების ყველაზე ერთგული დასაყრდენნი იყვნენ გადამთიელი დამპყრობლების წინააღმდეგ, იქნებოდნენ ისინი რელიგიური მტრობით შემოჭრილნი, თუ ფიზიკურად დაპირისპირებულნი. ერეკლე მეფის ომის დროს აღა–მაჰმად–ხანის წინააღმდეგ, სამასი არაგველი ჩაება უკვე წაგებულ ომში სპარსელთა წინააღმდეგ და შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ ებრძოლათ უკანასაკნელ სისხლის წვეთამდე და არცერთი მათგანი არ გარიდებია ბრძოლის ველს – ყველა ერთად დაიხოცა, როგორც ოდესღაც სამასი სპარტელი.
მთიელებს თავიანთი კულტუროლოგიური თავისებურებები ახასიათებთ – აქ ყველა პოეტია – ერთმანეთს ეჯიბრებიან კაფიაობაში – ექსპრომტული ლექსების თქმაში და კეჭნაობაში – ხელჩართული ხმალაობის ვარჯიშში; ცეკვავენ განსაკუთრებულ ომახიან მთის ცეკვებს; ქსოვენ არაჩვეულებრივად ფერადოვან ხალიჩებს და ქარგავენ მთის ეროვნულ ქართულ სამოსს;
სუფრაზე, სხვა ქართული რეგიონებისგან განსხვავებით ღვინის წილ მიირთმევენ ლუდსა და ერთნახად არაყს – ჟიპიტაურს, დიდ ხმარებაშია ხინკალი.
მთამ საქართველოს მისცა უდიდესი პოეტი–ფილოსოფოსივაჟა–ფშაველა, რომლის ნაწარმოებებზე ზნეობრივად იზრდება თანამედროვე ქართველი ახალგაზრდობა.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში იშვიათი ბუნებაა, რომლის დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თუშეთის ნაკრძალ ტერიტორიას – თუშეთის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 900 - 4800 მ.-ზე მდებარეობს.
თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალისფართობი 10694 ჰექტარია. ნაკრძალი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნებისაქ მობინადრე ცხოველთაგან აღსანიშნავია ნიამორი, კავკასიური ჯიხვი - მისი რიცხოვნება კავკასიაში რამდენიმე ეგზემპლიარით შემოიფარგლება, შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში; აგრეთვე აღსანიშნავია არჩვი, მგელი, ფოცხვერი, დათვი და სხვ. ფრინველთაგან - შევარდენი, მთის არწივი და სხვ. თუშეთის ეროვნული პარკში დაცულიაუნიკალური ფიჭვნარი ტყე და წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები - არყი, მაღალმთის მუხა, ცირცელი, დგნალი.წყარო
Wednesday, December 19, 2012
ხევსურეთის გეოგრაფიული მდებარეობა
ხევსურეთი ღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის,
შატილისა და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.ხევსურეთს ჩრდილოეთით
ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი,
სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, ხევსურეთის მთელი
ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ოთხ თემადაა გაყოფილი:
ბარისახოს, გუდანის , შატილისა და არხოტის.
ხევსურეთის მაღალმთიანი
ქვეყანაა,რომელიც ღრმა ხევებით არის დაღარული.მისი გეოგრაფიული სახელწოდებაც „ხ ე ვ-ს უ რ ე თ ი“ უეჭველია
აქედან არის წარმომდგარი და ნიშნავს ღრმა ხევებიან ადგილს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია
ერთადერთი რეგიონი საქართველოში, ხევსურეთში – არხოტი, სადაც 21-ე საუკუნეში შეუძლებელია
ადამიანი საავტომობილო ტრანსპორტით მივიდეს. ასეთი პირობები მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან
მომდინარეობს. აქ არის უღელტეხილები, მასზე გადასვლა ცხენით, ან ფეხითაა შესაძლებელი.
ერთ-ერთი უღელტეხილის სიმაღლე, რომელიც ყაზბეგიდან გადმოდის, 3 400მ-ს აღწევს, როშკიდან
გადმომავალი 3 000მ-ია, ხოლო ყველა შიდა გადასასვლელი 3 000მ-ზე მაღალია. 1990 წლამდე
ამ რეგიონში მოხვედრა შესაძლებელი გახლდათ ინგუშეთიდან მდ. ასას ხეობით, როდესაც საზღვარი
ჩაიკეტა. მდ. ასამ ისე დააზიანა ჯერ კიდევ არსებული გზა, მისი აღდგენა შეუძლებელია
და ბილიკიც აღარ არსებობს.არხოტი არის რეგიონი, სადაც 3 სოფელია: ჭიმღა, ამღა და ახიელი.არხოტის
ხეობას ასევე არაგვს უწოდებენ.არხოტის წყლის სათავე შედგება კავკასიონიდან გამომდინარე
ცირცლოვანისა და ჭიმღის წყლებისგან. სოფელი როშკა საქართველოს სოფლებს შორის ერთ-ერთი
ლამაზი სოფელია, რომლის სიმაღლეც ბევრად არ ჩამოუვარდება უშგულს. ყველაზე მაღლა მდებარე
სახლის სიმაღლე უშგულის სიმაღლის დონეზეა. როშკაში არის გამორჩეული ბუნების საოცრება,
უზარმაზარი ლოდები.
ხევსურეთის ცენტრად დღეს
ბარისახო ითვლება,ადმინისტრაციულად ხევსურეთი ეკუთვნის დუშეთის რაიონს,რომელიც მას
უწევს პოლიტიკურ-კულტურულ ხელმძღვანელობას.
ხევსურეთის მოსახლეობა
1926 წლის სტატისტიკური
აღწერის მიხედვით ხევსურეთის მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 3.472,და თუ ამ რიცხვს ჩვენ შევადარებთ
1873 წლის ხევსურეთის სტატისტიკურ აღწერას,სადაც ნაჩვენებია 4.867 სული,მაშინ გამოირკვევა,რომხევსურათის
მოსახლეობა თითქმის 25% -ით შემცირებულა.
ხევსურეთში მოსახლეობა
გვარებად არის დაყოფილი.თითოეულ გვარს აქ ერთი ხეობა ან სოფელი უჭრავს.ხევსურეთშ ყველაზე
დიდი და მრავალრიცხოვანი გვარი არაბული და ჭნჭარაულია და ორივე ეს გვარი ითვლება ხევსურეთიის
ძირეულ დათავდაპირველ მოსახლეობას.ამ ორ გვარს უჭრავს უმთავრესი პირაქეთი ხევსურეთი(არაგვის
ხეობა).ხალხური გადმოცემით არაბულისა და ჭნჭარაულის წინაპარი ფშავეთიდან წარმოსდგება.თქმულებით
არაბულისა და ჭინჭარაულის წინაპარი შუაფხოდან გადმოსულა და ეს გარემოება ერთხელ კიდევ
ადასტურებს ისტორიულ ცნობას ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობის ერთიანობის შესახებ.
პირაქეთ
ნაწილს, არაგვის ხეობაში მოქცეულ მთებს (ბაცალიგო, ბარისახო)უწოდებენ ხევსურეთს,ხოლო
პირაქეთელი ხევსურები თავიანთ თავს თვლიან ნამდვილ ხევსურებად და მიწა-წყალსაც ბუდე
ხევსურეთს უწოდებენ.დღევანდელი ხევსურეთისა და ხევსურების ამდაგვარი წარმოსახვა არ
არის სწორი და იგი ჯერ კიდევ ძველი ფხოვის არსებობის დროიდან უნდა მოდიოდეს. ხევსურეთი
აერთიანებს კავკასიონის სხვადასხვა კალთებზე მდებარე ორ ძირითად თემს – პირაქეთს და
პირიქითს. პირიქითა ხევსურეთი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კიდევ ორ თემად იყოფა.
ესენია არხოტი დსამწუხაროდ, ხევსურეთში ბევრი სოფელი მოსახლეობისგან იცლება. კარგი
მოვლენაა, რომ იქ მყოფი ადამიანები სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფებში არიან დასაქმებულნა
მთასიქით-მიღმახევი. სამწუხაროდ, ბევრი სოფელი
მოსახლეობისგან იცლება. კარგი მოვლენაა, რომ იქ მყოფი ადამიანები სასაზღვრო პოლიციის
ქვედანაყოფებში არიან დასაქმებულნი,. რამდენიმე
ადგილიი მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობითაა დაკომპლექტებული და ისინი მუდმივად ცხოვრობენ
აქ. ადამიანი დროის გარკეულ მონაკვეთში მუშაობს დანაყოფში და თავის ისტორიულ, მამა-პაპეულ
კერასაც იცავს და უპატრონოდ არ ტოვებს.დათვისჯვრის უღელტეხილი 6 თვე ბუნებრივად დათოვლილია.
შეუძლებელია და არცაა სასურველი მისი თოვლისგან ინტენსიურად გაწმენდა, რადგან არის
ფერდობები, სადაც დღეში შეიძლება რამდენიმე ზვავი ჩამოწვეს და ამას მსხვერპლი მოჰყვეს.
ბუნებრივი პირობები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საავტომობილო გზა ბარიდან ხევსურეთში
მუდმივად არსებობდეს, რაც მოსახლეობისთვის ამ მხრივაც ქმნის პრობლემებს.‘’თავდაპირველ
ხევსურულ გვარებს ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური წარმოადგენდა’’, დანარჩენი გვარები
კი შედგებიან სხვადასხვა წარმოშობის მთიელებისაგანო. შეუძლებელია, რომ გუდანის დაარსების
დროს ან იმაზე უწინ, ფხოვის ტერიტორიაზე სხვა გვარები არ მდგარიყვნენ. შესაძლოა, რომ
ფხოვში რომელიღაც სხვა გვარების მომძლავრებისას შევიწროვებული რამდენიმე გვარი გუდანში
ერთად იყრიდეს თავს და ძმად შეყრის.წყარო
ბიბლიოგრაფია : "ხევსურეთი" სერგი მაკალათია
აბუდელაურის ლეგენდა
აბუდელაურის ტბაში შეაფარა თავი ფშაური ანდაზის (გადმოცემის) მიხედვით იახსრის ლახტს გამოქცულმა უკანასკნელმა დევმა. მანამდე იახსარმა ლახტი ესროლა დევს, მაგრამ დევი კლდეს ამოეფრა, ლახტი კლდეს მოხვდა და მისგან ანასხლეტმა ნაფოტმა დევს თვალი გამოთხარა(დღესაც დგას ეს კლდე როშკის თავში), ცალთვალა დევი კი ტბაში ჩაეშვა. იახსარი თან ჩაჰყვა ტბაში და დევი განგმირა, მაგრამ დევის უწმინდურმა სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარმა ვეღარ შეძლო ამოსვლა, სანამ ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი არ დაკლეს და მისი სისხლი ტბას არ ასხურეს.
ბიბლიოგრაფია : http://www.cenn.org/Magazine_1/legends.html
აბუდელაურის ტბაში შეაფარა თავი ფშაური ანდაზის (გადმოცემის) მიხედვით იახსრის ლახტს გამოქცულმა უკანასკნელმა დევმა. მანამდე იახსარმა ლახტი ესროლა დევს, მაგრამ დევი კლდეს ამოეფრა, ლახტი კლდეს მოხვდა და მისგან ანასხლეტმა ნაფოტმა დევს თვალი გამოთხარა(დღესაც დგას ეს კლდე როშკის თავში), ცალთვალა დევი კი ტბაში ჩაეშვა. იახსარი თან ჩაჰყვა ტბაში და დევი განგმირა, მაგრამ დევის უწმინდურმა სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარმა ვეღარ შეძლო ამოსვლა, სანამ ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი არ დაკლეს და მისი სისხლი ტბას არ ასხურეს.
ცხვრის სისხლმა უწმინდურის სისხლით წაბილწული ტბა განწმინდა და იახსარსაც ხმელეთზე ამოსასვლელი გზა გაეხსნა. ამბობენ, ღვთისშვილი მტრედის სახით ამოფრინდა იქიდანო.
მადლიერი
იახსარი
ბლოელს
შეპირდა,
ასეთი
სიკეთე
რომ
მიყავი,
სამ
თხოვნას
შეგისრულებო.
როცა
გაგიჭირდება,
მიხმე
და
მეც
შენთან
გავჩნდებიო.
იახსარი აქედან
გაფრინდა და ლიქოკის თავს, კარატის წვერზე დაბრძანდა. მას აქეთ აქ იახსრის ნიში (კოშკი)
და საზარე ააშენეს. აქედან გამოფრინდა და უბისთავს, წვერმაღალ მთაზე მოიკიდა დაბრძანდა.
აქაც საზარე და კოშკი არის აშენებული. აქედან შუაფხოში ჩამოვიდა და აქ სამუდამოდ დარჩა.
პირველად, ბლოელის
ოჯახს უკურნებელი სენი შეჰყრია, ბლოელს უთხოვია იახსარისთვის , ოღონდ ოჯახი გადამირჩინე
და შენს კარზე ძღვენით, საკლავითა და სანთლებით მოვალო. იახსარსაც უშველია.
მეორეჯერაც,
ბლოელების ოჯახს რაღაც სახადი შეჰყრია. ამჯერადაც უთხოვია ოჯახის უფროსს იახსარისთვის
შველა და მასაც უშველია. კიდევ შეუწირავს ძღვენი, საკლავი და სანთლები ბლოელს იახსარისთვის.
მესამეჯერ კი
ბლოელს ყანა ჰქონია ასაღები. უეცრად გაავდრებულა. კვლავ უთხოვია ღვთისშვილისთვის, ამინდი
გამოასწორე და ძღვენს არ მოგაკლებო.მაგრამ, ამ დროს იახსარი ღვთის კარზე ყოფილა ასული,
რაღაც მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომლისთვისაც თავი მიუნებებია და ბლოელთან მისულა.
რომ უნახავს კაცს დიდი არაფერი უჭირდა, განრისხებულა და ბლოელი მთელი ოჯახით ამოუწყვეტია. წყარო
ბიბლიოგრაფია : http://www.cenn.org/Magazine_1/legends.html
Thursday, December 13, 2012
ხევსურეთი
`და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა... ხოლო ოდეს აღმოსცენდა ჯეჯილი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი. მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კეთილი დასთესე აგარაკსა შენსა? ვინა¡ აღმოსცენდა ღუარძლი? ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავსა, რაითა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი? ხოლო მან ჰრქუა მათ: არა, ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა... აცადეთ იგი თანა -აღორძინებად ურთიერთას ვიდრე ჟამადმდე მკისა, და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რა¡თა დაიწუას იგი: ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა... ~
ყველასათვის ცნობილია, რომ: `ფშავ-ხევსურეთისათვის გარდმოცემა აქამომდე ის ღვთიური მადლია, რომელიც ასულდგმულებს და აცხოველებს ამ მუჭისოდენა ხალხს~ (15,16).
ამ `ღვთიურ მადლსა~ და მეუფის ლოცვა-კურთხევას მინდობილებმა გადავწყვიტეთ, ხევსურთა რელიგიური შეხედულებები `ახალი აღთქმის~ შუქზეც შეგვესწავლა... შეგნება იმისა, რომ ამ პროცესში ძალაუნებურად მოგვიწევდა `იფქლისა~ და `ღვარძლის~, კეთილისა და ბოროტის გამორჩევა-განცალკევება, ჩვენს პასუხისმგებლობას არნახულად ზრდიდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება, რაც მართლმადიდებლური კუთხით ხევსურთა `წეს-რწმუნებების~ შესწავლამ გვიჩვენა, არის შემდეგი:
ხევსურები მართლმადიდებლები ქრისტეშობამდე იყვნენ! ანუ მაშინ, როცა ისინი `ძველი აღთქმის~ რჯულით ცხოვრობდნენ... მესიის განკაცების შემდეგ ხევსურთა დიდი უმრავლესობა ე.წ. `თვითრჯულის~ მდგომარეობაში აღმოჩნდა და საღმრთო მადლის კლებაც ნელნელა დაეტყო ამ კუთხეს.
როგორც კვლევებმა გვიჩვენა, ხევსურთა რელიგიურ პრაქტიკაში დამკვიდრებული ქადაგის (`მკადრეს~) ინსტიტუტი ქრისტეშობამდე, ძირითადად, იმავე სულიერ-ღვთაებრივ საწყისებზე იყო დაფუძნებული, რაზედაც მთელი `ძველი აღთქმის~ რჯული და ე.წ.
`წარმართული~ რწმენის ელემენტებთან შედარებით მას ხევსურთა სულიერ ცხოვრებაში გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.
ხევსურულ ანდრეზებში აღწერილი `ღმერთ-კაცები~ (გახუა მეგრელაური, მგელა ჯაბუშანური და სხვანი) უდავოდ დიდი საღმრთო მადლის მატარებელი სულიერი ლიდერები იყვნენ და უფლისაგან მათზე დაკისრებულ მისიას წარმატებით ასრულებდნენ.
თუმცა, მაცხოვრის განკაცების შემდგომ, როდესაც სამყარო `ახალი აღთქმის~ რჯულის ქვეშ მოექცა, ხევსურეთის სულიერმა ცხოვრებამ, გარკვეულ გარემოებათა გამო, არასწორი მიმართულება შეიძინა და, როგორც უკვე მოგახსენეთ, `თვითრჯულის~ ცოდვაში ჩავარდა.
კერძოდ, ხევსურებმა უარი განაცხადეს `ახალი აღთქმის~ მიხედვით ღვთის მსახურებაზე და შეეცადნენ ღმერთთან ურთიერთობა კვლავ ძველებურად (`მამა-პაპურად~) ანუ კვლავ ქადაგის საშუალებით გაეგრძელებინათ... უფალს თავისი მედიატორი თვითონ უნდა აერჩია _ ასეთი იყო ხევსურეთში სულიერი ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკა! ამ საკითხში ხევსურთა მხრიდან თვითმარქვიობა ან ტყუილი გამორიცხული იყო, რადგან ისინი ოდითგანვე რწმენის მაღალი ხარისხით, ღვთისმოშიშებითა და უზენაესთან გულწრფელი ურთიერთობით გამოირჩეოდნენ... მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ურჩობისა და საღმრთო მადლის კლების გამო ხევსურეთში დროთა განმავლობაში ძლიერ შემცირდნენ და საბოლოოდ სულ გაქრნენ უფლისმიერ ზეშთაგონებული პიროვნებები, რომელთაც ხალხსა და ხატ-სალოცავებს შორის შუამავლობა ევალებოდათ.
ამის შემდეგ ხევსურებმა სულიერი კავშირი უფლის მიერ `ახალი აღთქმის~ რჯულით დადგენილ შუამავლებთან (დედა-ეკლესიასა და სამღვდელოებასთან) კი არ დაამყარეს, არამედ თავდაპირველ ურჩობაზე კიდევ უფრო მძიმე მეორე ცოდვა ჩაიდინეს და მღვდლების ნაცვლად ნდობა ათასი ჯურის მკითხავებს გამოუცხადეს, რის შედეგადაც ძველი დროის ღვთივგანბრძნობილი ქადაგების ადგილი ხევსურთა სულიერ ცხოვრებაში ცრუპენტელა ბარელმა მკითხავებმა დაიკავეს...
ეს არის ერთერთი ყველაზე სავალალო და სამწუხარო ფაქტი, ერთერთი ყველაზე დიდი სულიერი ცდომილება, რაც მართლმადიდებლური კუთხით ხევსურთა `წეს-რწმუნებების~ შესწავლისას დავინახეთ.
ჩვენი კვლევებიდან ჩანს, რომ ხევსურები ამ სულიერმა 5
ცდომილებამ ძალიან დააზარალა _ როგორც ინდივიდუალურ ისე საზოგადოებრივ დონეზე. გაოცებას იწვევს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეთნოგრაფიული მასალების გაცნობა:
წლების განმავლობაში თუ როგორი ბავშვური მიამიტობით ენდობოდნენ ჩვენი წინაპრები ამა თუ იმ მკითხავის ფანტაზიას, როგორ თვლიდნენ მას `უფლის ნებად~ და როგორ ზედმიწევნით ცდილობდნენ ამ `რეკომენდაციების~ შესრულებას. `მკითხავს უთქომ... მკითხავს გადმაუყოლებავ~ მხოლოდ ეს ფრაზაც კი ხშირად საკმარისი იყო იმისათვის, რომ თვითმარქვია `მედიატორების~ ფანტაზიის ნაყოფი, თვალს და ხელს შუა, რელიგიური მოწიწების ობიექტის შექმნის საფუძველი გამხდარიყო.
ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღინიშნოს, რომ ამ პროცესებში თავისი ნეგატიური როლი ბარიდან მთაში არასწორად გატარებულმა ქრისტიანულმა პოლიტიკამაც შეასრულა, რის გამოც, საუკუნეების განმავლობაში დედა-ეკლესიასა და ხევსურთა შორის ქრისტესმიერი სიყვარულისა და ერთსულოვნების ძაფი ლამის გაწყვეტამდე მივიდა...
- რაბი, ვინ სცოდა ?!~ _ ეკითხებოდნენ მაცხოვარს ერთერთი ბრმადშობილის განკურნებისას _ `ამან თუ ამისმა წინაპრებმა, რამეთუ ბრმა¡ იშვა?~
ასეთი იყო მუშაობის პროცესში ჩვენი უნებური, შინაგანი კითხვა სამყაროს შემოქმედისადმი:
`რატომ მოხდა, უფალო, რომ თავის დროზე ხევსურებმა ჭეშმარიტება ვერ შეიცნეს და `უძღები შვილის~ როლში აღმოჩნდნენ?~
გაუცნობიერებლად თან გვდევდა იმის რწმენაც, რომ პასუხად ჩვენც იგივეს მივიღებდით:
`... არცა ამან... არცა მშობელთა ამისთა, არამედ რა¡თა გამოცხადნეს საქმე ღმრთისა¡ მაგას ზედა~ (იოანე 9, 2-3).
მართლმადიდებლური თვალსაზრისით განხილვისას ხევსუ-რეთის რელიგიურ ყოფაში დავაფიქსირეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცდომილება, რის შესახებაც გვსურს მკითხველს დასაწყისშივე მოვახსენოთ:
მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ცალკეულ შემთხვევებში ხევსურეთში ადგილი ჰქონდა ბოროტი(დაცემული) სულებისადმი აშკარა თაყვანისცემის შემთხვევებს.
როგორც თ. ოჩიაური აღნიშნავს, გარდა სულიწმიდის მადლით დაფუძნებული ხატ-სალოცავებისა `ხევსურეთში ჩვენ გვაქვს სრულიად საწინააღმდეგო მიზეზი, რომელიც ხელს უწყობს ამა თუ იმ პირის კულტის ობიექტად ქცევას და მის შესახებ სათანადო გად6
მოცემების შექმნას. ეს მიზეზი ამ პიროვნების საზიანო მოქმედებაში, მის მიერ ხალხისათვის უბედურებისა და ავი საქმის მიყენების უნარში გამოიხატება. შიშის გრძნობა აიძულებს მორწმუნეებს გარდაცვალების შემდეგ კეთილად განაწყონ მისი სული, ასიამოვნონ, გული მოულბონ მას და, ამდენად, თავიდან აიცილონ მოსალოდნელი ხიფათი. თუ პირველ შემთხვევაში კეთილ ღვთაებათა საწყისთან გვაქვს საქმე, მეორეში ბოროტი ღვთაების ან ბოროტი სულის წინაპარია ჩვენს წინაშე... ცალკეულ შემთხვევებში `... (ბოროტი ძალების წინაშე) შიშის გრძნობის გამო რელიგიური თაყვანისცემის ობიექტად გაუხდიათ თვით საძულველი მტერიც კი~ (15,17).
მაშასადამე, იმ მიზნით, რომ მათგან ზიანი აეცილებინათ, ხევსურები ზოგჯერ ბოროტ სულებსაც აქცევდნენ რელიგიური თაყვანისცემის ობიექტად. ერთერთი მთხრობელის განმარტებით: დემონებს ანუ `გამიწრივლებულ~ სულებს `იმის გამო ილოცვენ, რომ დავიშორათავ~ (15,18).
ამ ფაქტის გარშემო კონკრეტული მაგალითების მოყვანისაგან თავი შეგნებულად შევიკავეთ:
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დემონური პირველსაწყისის მქონე საკულტო ობიექტების კვლევა ჩვენი ნაშრომის ფარგლებს სცილდება. ხევსურთა `წეს-რწმუნებებში~ ჩვენ ვიკვლევთ მართლმადიდებლურ (ბიბლიურ) ასპექტებს და იმ ხატ-სალოცავებს, რომლებიც ანდრეზულად სულიწმიდის მიერ არიან დაფუძნებულნი (მადლობა ღმერთს, ხევსურთა სალოცავების დიდი უმრავლესობა ისტორიულად სწორედ ასეთ წარმომავლობას ამჟღავნებს) და მეორე, პატივს ვცემთ რა დღეს მთაში მცხოვრებ ხევსურთა რელიგიურ გრძნობებს, თავი შევიკავეთ იმის დაკონკრეტებისაგან, კერძოდ რომელ სალოცავში რა ცდომილებას დაუდო საფუძველი გარკვეულ პერიოდში ჩვენი წინაპრების ასეთმა `სარწმუნოებრივმა მიამიტობამ.
ხევსურეთში მართლმადიდებლური წარმომავლობის სათემო სალოცავები (ჯვრები) შემდეგია:
1) გუდანის `საღმრთო~ (წმიდა გიორგის) ჯვარი
2) ცროლის ყოვლადწმიდა `სანების~ ჯვარი
3)არხოტის მიქაელ მთავარანგელოზის და წმიდა გიორგის ჯვრები
4) როშკის (დიდგორის) წმიდა გიორგის ჯვარი
5) ლიქოკის წმიდა გიორგის ჯვარი
6) გურო -გიორგიწმინდის `სანების~ და წმ. გიორგის ჯვრები
7) შატილ- ანატორის მიქაელ მთავარანგელოზის და ღვთისმშობლის ჯვრები
8) ხონეს მიქაელ მთავარანგელოზის ჯვარი
გარდა ყოვლადწმიდა სამებისა, ხევსურეთში დასტურდება შემდეგ ქრისტიან წმინდანთა და ანგელოზთა თაყვანისცემის ფაქტი:
1) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
2) წმიდა გიორგის
3) მთავარანგელოზთა _ მიქაელისა და გაბრიელის
4) წმიდა მღვდელმოწამე ათენოგენეს
5) წმიდა ილია წინასწარმეტყველის
6) წმიდა პეტრე მოციქულის
7) წმიდა მეფე თამარის
ხევსურულ რელიგიურ დღეობათა კალენდარში თერთმეტი ქრისტიანული დღესასწაულია, ესენია:
1) ქრისტეშობა
2) წყალკურთხევა/ ნათლისღება (რომელსაც ხევსურები `გა(მ)ცხადებას~ უწოდებენ)
3) ხარება
4) აღდგომა (რომელსაც ხევსურები`ახვსებას~ ეძახიან)
5) ამაღლება
6) სულთმოფენობა (რომელსაც ხევსურები `ხალარჯვებას~ ეძახიან)
7) ათენგენობა
8) მარიამობა (ხევსურულად `მარიანობა~)8
9) ფერიცვალება (ხევსურულად `ფერისცვალი~ )
10) ჯვართამაღლება
11) გიორგობა (ხევსურულად `გიორგიობა~)
მართლმადიდებელ სასულიერო პირთა მუდმივი დეფიციტისა და საჭირო განათლების არქონის გამო ხევსურეთში ამ დღესასწაულთა ჭეშმარიტი, ქრისტიანული შინაარსი თითქმის არავის ესმის, მიუხედავად ამისა, ბევრი მათი სახელწოდება არქაულობითა და საოცარი სიზუსტით გამოირჩევა.
ასე, მაგალითად, ნათლისღების ხევსურული სახელწოდება `გამცხადება~ სრულიად შეესატყვისება მდინარე იორდანეზე მაცხოვრის ნათლისღებისას ყოვლადწმიდა სამების სამბუნებოვნების გამ(ო)ცხადებას ქვეყნიერებისათვის.
თუმცა, თვითონ ხევსურებს ამ მოვლენის შინაარსისა და სიტყვა `გამცხადების~ წარმომავლობის შესახებ არასაკმარისი და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. კერძოდ, ალ. ოჩიაური წერს: `გამცხადებაზე მე ხევსურეთში ვიკითხე და კარგად ვერავინ მითხრა, რაზე არის წარმოშობილი ან ეს სიტყვა რას ნიშნავს~ (11,46) და იქვე დასძენს: ხოლო `წყალკურთხევაზე ხევსურებმა სხვადასხვანაირად მითხრეს: ზოგმა თქვა: ამ დღეს ღმერთმა წყალი ორდანე აკურთხაო. ზოგმა: მანამდინ წყალი უწმინდური ყოფილა და ამ დღეს წყალი უკურთხებია ივანე ნათლის მცემელს და ამიტომ, რაც უნდა უწმინდური რამ ეგდოს წყალში, ის გაწმიდავდება, მისი დალევა შეიძლებაო... ზოგმა კი მითხრა: ივანემ იესო ქრისტე მონათლა ამ დღეს და იმიტომ ჰქვიან წყალკურთხევაო. ეს უფრო ისეთ ადგილებში და სოფლებში თქვეს, სადაც წინათ ეკლესიები და მღვდლები ახლო ჰყავდათ და ალბათ მათგან ჰქონდათ გაგონილი~ (11,48).
რაც შეეხება აღდგომის ხევსურულ სახელწოდებას `ახვსება~, ჩვენი ვარაუდით, იგი ისტორიულ კავშირში უნდა იყოს `ძველი აღთქმისეულ~ ხელავსების ტრადიციასთან, რაზედაც წინა ნაშრომში უკვე ვისაუბრეთ.
საინტერესოა,ასევე, რომ ხევსურები დიდმარხვის მეორე შაბათს ე.წ. `სულთაკრეფას~ აღნიშნავდნენ, რომელიც მიცვალებულთა მოხსენიების დღედ ითვლებოდა და ქრისტიანულ რელიგიურ კალენდარში ასევე მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ემთხვევა. ამ დროს ხევსურეთში იცოდნენ წანდილის (კოლიოს) მსგავსი საკურთხის მომზადება, რომელიც სიმინდისა და ლობიოს მარცვლებისაგან კეთდება და `დოხანი~ ეწოდება. ამასთან დაკავშირებით ალ. ოჩიაური წერს: `სულის (მოხსენიების) დღეები სხვა
მართლმადიდებლური თვალთახედვით, ღვთისმსახურების ხევსურულ წესში ასევე მნიშვნელოვან ცდომილებას წარმოადგენს სისხლიანი მსხვერპლშეწირვა და საკლავის სისხლით სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჯვრის გამოსახვის ჩვეულება.
სალოცავში სისხლის დაღვრა და ამ სისხლით სამსახურებო ნივთებისა თუ მასში მონაწილე ადამიანების `განწმენდა~ `ძველი აღთქმის~ რჯულის მიხედვით სრულდება, ხოლო, სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე სისხლით ჯვრის გამოსახვა კი ამ რიტუალის უფრო გვიანდელი `ქრისტიანული~ დანამატია.
თუმცა, ვფიქრობთ, რომ ხევსურეთში ჯვრის თაყვანისცემის განხილვა მხოლოდ ქრისტიანულ ჭრილში არასწორი იქნება. სავარაუდოდ, მისი საწყისები ბევრად უფრო შორეული ეპოქებიდან იღებს სათავეს. სავსებით სწორად აღნიშნავს ალ. ყამარაული, რომ ხევსურებს:`ჯვრის საიდუმლო ძალა იმდენად ძლიერ სწამთ, რომ ეს არის მათი სარწმუნოების და ხატის სიმბოლო~ (20,53).
ჩვენი აზრით, ხევსურული ჯვრის `ხატ-სიმბოლო~ სამყაროს შესახებ უძველესი საკრალური ცოდნის დანაშთია. ვფიქრობთ, რომ კავკასიის მთებში შეხიზნული ქართველური ტომების მიერ საოცარი სიცოცხლისუნარიანობით შემონახული ეს ხატ-სიმბოლო თავის წიაღში ყოვლადწმიდა სამების წინასახეს ჯერ კიდევ მაცხოვრის განკაცებამდე ატარებდა და ფლობდა ცოდნას კოსმიური წესრიგის პირველსაწყისის შესახებ, რასაც ქრისტიანობამ ახალი, კიდევ უფრო ღრმა სულიერი დატვირთვა და დადასტურება მისცა. თუმცა, ამ ცოდნის სრულყოფილად წვდომასა და გააზრებას ჯერ კიდევ ხანგრძლივი ძიება და სათანადო სულიერი მომზადება დასჭირდება....წყაროhttp://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000697/Binder1.pdf
ბიბლიოგერაფია:http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000697/Binder1.pdf
"ხატის მსახურნი”
ხევსურეთში ხუცესი ორგვარია, სულის ხუცი და ხატის ხუცი.სულის ხუცესის მოვალეობას შეადგენს მიცვალებულის წესის რიგის
შესრულება,ტაბლების
კურთხევა,სულის
წყაროს
დალოცვა
და
სხვა.ეს არ შეუძლია
ხატის
ხუცესს,რომელსაც
ეკრძალება
მიცვალებულის
ოჯახში
შესვლა,რადგან
ხევსურები
ფიქრობენ
რომ
მიცვალებული
უწმინდურია
და
ხატი
დაგვმიზეზავსო.ამიტომ
ხატის
ხუცესს
ევალება
მხოლოდ
ხატის
სამსახური
და
მისი
წესების
უმწიკვლო
შესრულება,ის ხატში
ხალხს
ამწყალობლებს,საკლავებს
ხოცავს
,საღვთოს
იხდის
და
სხვა.
ხევსურული სახელები
ხევსური მამაკაცის სახელებია:ახალა, აბაისძე, ადუა, აბა, აფშინა, ახვა, ალეკა, ალეკმამა, ალუდი, აპარეკა, ალუდაური, ბაბუტი, ბერდია, ბაბუა, ბაიჭაური, ბათირა, აბიკა, ბეწინა, ბაბო, ბაბუხური, ბაბუკი, ბეკია, ბაჭია, ბაჭყი, ბაია, ბახა, ბაბღია, ბაჩაყაური, ბაღათერა, ბახურა, ბაბურაული, გუგუა, გრანჯა, გამახელა, გოგოთური, გარსია, გიგიტა, გიგია. დია, დათვია, კუკუა, ხირჩალა, ჩუა, თორღვა, თათია, თათუა, ოჟია, მგელა, ჩაჩაური, ჯურკა, უშიშა, მინდია, კრუა, [...]
სოფელ გველეთის სალოცავი
სოფელ გველეთის მთავრი სალოცავი მდებარეობს სოფლის თავზე,მისგან საკმაოდ შორს და მას მთავარანგელოზის ჯვარი ეწოდება.
თავდაპირველად
ის
სალოცავი
ღვთისია
ხუცესის
თქმით
გიგაურების
სალოცავი
იყო,როდესაც
გიგაურები
გველეთიდან
გადასახლებულან,მათ ადგილზე
ბაცალიგოდან
ბიჩინაგურთ
თემის
კაცი
გიორგი
არაბული
გადმოსულა,მაშინ
ეს
მთავარანგელოზის
ჯვარი
თავის
სალოცავად
გაუხდია.
ამჟამად
გველეთში
მოსახლე
ხევსურები
ყველა
ერთი
კომლის
გარდა
გიორგი
შთამომავალია.
წყარო:
შოთა
არაბული
„ისტორიული
თავგადასავალი
[...]
»კულტურა
თემო
არაბულის
პოეზია
*** ქალავ გამამყევი *** ქალავ გამამყევი!,
ერთად
შავიარათ,
მთაში
მისავალი
წვრილი
ბილიკები,
ქალავ
შემომხედე!,
კიდევ
დავინახო,
შენს
ლამაზ
სახეზე,
ნაზი
მიმიკები.
ქალავ
გამამყევი!,
მთა-გორებს
განახებ,
განახებ
ლამაზი
ბუნების
სიუხვეს,
განახებ
იებს
და
განახებ
ენძელებს
და
ცაზე
ლამაზად,
მიბჯენილ
ჭიუხებს.
ქალავ
გამამყევი!,
დაუყვეთ
ხეობებს,
და
დასასრული
არ
მივცეთ
სიარულს,
ქალავ
გამამყევი!,
არაგვსაც
ვუსმინოთ,
ხანდახან
ბობოქარს,
ამჟამად.
კოპალას დაარსება ლიქოკში
ლიქოკში არის ერთი მაღალი მთა
კარატისწვერი.
ეს
წვერი
მთაზე
პატარა
დავაკებაა.
ერთ
მხარეზე
გადახედავს
ბულალაურთას,
ფშავის
სოფელს,
და
მეორე
მხარეზე ლიქოკის ხეობას. ამ ფშაველ-ხევსურების და, ნამეტნავად, ამ ორი სოფლის ადგილს საზღვრავს ეს მთა
კარატისწვერი.
ამ
მთაზე
ზაფხულობით
ამოდის
როგორც
ულალაურთის
საქონელი,
ისე
ლიქოკლებისა
და
ამ
მთის
სიმაღლეზე
სანიაოზე
დგებიან.
აქ
ამოდიოდნენ
და
ერთიმეორეს
ხვდებოდნენ
ორივე
.
.
შატილი
შატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც,
იგი
საუკუნეთა
მანძილზე
დარაჯობდა
საქართველოს
ჩრდილოეთ
გადმოსასვლელებს
(ამჟამად
აღდგენილია).
სოფლის
კიდეებს
მიუყვება
ერთმანეთთან
მიჯნით
ნაგები
ციხე-სახლების
რიგი
და
იქმნება
ერთიანი,
მიუვალი
დამცველი
კედელი,
რომელიც
საიმედოდ
კეტავს
სოფელს.
გარე
სამყაროსთან
შატილს
არღუნის
ხეობაში
გამავალი
ერთადერთი
ვიწრო
გზა
აკავშირებს.
შატილის
განაშენიანება
[...]მუცო
მუცო, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტისწყლის
(არღუნის
მარჯვენა
შენაკადი)
ხეობაში,ხევსურეთის
შემოსასვლელის
ისტორიული
დარაჯი
და
დამცველი
იყო.
სოფელი
ზღვის
დონიდან
1880 მ,
დუშეთიდან
121 კმ-შია. სოფელში,
რომელიც
თითქმის
გაუკაცრიელდა
ერთ
საუკუნეზე
მეტი
ხნის
წინ,
დაახლოებით
40-მდე
შუასაუკუნეების
გამაგრებული
საყოფაცხოვრებო
დანიშნულების
სახლია
განალგებული
ვერტიკალურ
ტერასებზე
მუცო-არდოტის
ხეობისთავზე,
ოთხი
საბრძოლო
დანიშნულების
ციხე-კოშკია
და
რამდენიმე
ძველი
სტრუქტურის
ნანგრევია
შემორჩენილი.
[...]
კოპალa
გმირი კოპალა ცხენზე ზის, ჩხენი მიდის და გოგდება, მის სამტროდ დევნი აშლილან, ყველა დიდ მთაზე გროვდება… გმირი კოპალას შიშითა დევებს ვერ გაუხარიათ, მისი მარჯვენა მძლავრია, მისი დაკრული მწარეა. * * * კოპალა – ღვთისშვილია,
ფშავში
უძილაურთა
და
ხევსურეთში
ლიქოკის
საყმოთა
პატრონი
და
სალოცავია.
თავდაპირველად
ხორციელი
იყო.
ბავშვობისას
დევებმა
მოიტაცეს,
ძალიან
ცუდ
პირობებში
ჰყავდათ,
ბევრს
ამუშავებდნენ.
ხევსური ხალხის მკურნალობა
ხევსურეთში ხალხის მკურნალობას სათანადო ყურადღება ექცევა. 1925 წელს ბარისახოში
აშენდა
საავადმყოფოს
მშვენიერი
შენობა,
სადაც
ფშავ-ხევსურეთის
საექიმო
პუნქტია
მოთავსებული.
აქ
მუშაობს
ერთი
ექიმი,
რომელიც
მოსახლეობას
მკურნალობით
და
წამლების
მოწოდებით
დიდ
დახმარებას
უწევს.
ხევსური
ექიმს
აფასებს
და
მას
ხშირად
მიმართავს
სამკურნალოდ.
მაგრამ
აქ
თავიანთი
ექიმბაშები
ჰყავთ.
განსაკუთრებით
ცნობილი
ხევსურეთის
დოსტაქრები,
რომელიც
დაკეჭნილებს
მკურნალობენ,
დაკეჭნილი
ხევსური
წინათ
დოსტაქართან
[...]
ალეკა, გუგუა, დაკეჭნილი, დოსტაქარი, დრამი, ექმიმბაში, ლიქოკელი, მგელიკა, მეშუღლე, ოჩიაური, რჯული, საფოთლე, ტრეპანაცია, ქობულოელი, შატილელი, ჭინჭარაული
რითი იკვებებოდნენ ხევსურეთში
ხევსურები დღეში სამჯერ ჭამენ: დილას (სადილი), შუადღისას (სამხარი) და საღამოს (ვახშამი). პურს ჭამენ ტაბლაზე, რომელიც ხის დაბალი და მოკლე სუფრაა და ამ ტაბლაზე დიასახლისი ყველას თავის კერძს ჩამოურიგებს. პურის ჭამის
დროს
ქალები
და
კაცები
ცალკე
სხდებიან
და
თავიანთი
ცალკე
სუფრა
უდგათ.
პურს
აცხობენ
და
ჭამენ
ქერისას,
ქერ-სვილისას
და
იშვიათად
იფქლისას.
იფქლს
ქერ-სვილაში
გაურევენ
და
ისე:
დიყი,
ერბო,
კალტი,
კენკეშა,
კეცეული,
მაჭკატი,
საჭვრეთა,
სიპი,
ტაბლა,
ქადა,
ღურღუჭელი,
შიბუ,
ჩადა,
ჭიჭიტა,
ხავიწი,
ხმიადა
საომარი აღჭურვილობა
ხევსურის საომარი აღჭურვილობა, მისივე ტალავრის
მსგავსად,
მრავალფეროვანი
და
ლამაზი
იყო.
შინაური
და
გარეშე
მტრისგან
მუდმივი
საფრთხე,
თავმომწონეობა,
საზღვრის
სიახლოვე,
ჩრდილოელ
მეზობლებთან
ურთიერთობა
“ხევსურებს
აიძულებდა
უფრო
ბეჯითად
ეზრუნათ
საბრძოლო
მზადყოფნაზე,
ვიდრე
საქონლის
მომრავლებაზე.”(ალ. ყაზბეგი).
მამაკაცს
ტახტის
თავთან
ეკიდა
ფარ-ხმალი,
ჯაჭვი
და
თოფი,
საგანგებოდ
გამზადებული
საგზალი
და
ახლად
გაბანდული
ჯღან-ქალამანი.
იგი
ნებისმიერ
სიტუაციაში
მზად
იყო
სალაშქროდ.წყარო
ბიბლიოგრაფია :
http://khevsureti.ge/?cat=124
Subscribe to:
Posts (Atom)