Thursday, December 13, 2012
ხევსურეთი
`და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა... ხოლო ოდეს აღმოსცენდა ჯეჯილი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი. მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კეთილი დასთესე აგარაკსა შენსა? ვინა¡ აღმოსცენდა ღუარძლი? ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავსა, რაითა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი? ხოლო მან ჰრქუა მათ: არა, ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა... აცადეთ იგი თანა -აღორძინებად ურთიერთას ვიდრე ჟამადმდე მკისა, და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რა¡თა დაიწუას იგი: ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა... ~
ყველასათვის ცნობილია, რომ: `ფშავ-ხევსურეთისათვის გარდმოცემა აქამომდე ის ღვთიური მადლია, რომელიც ასულდგმულებს და აცხოველებს ამ მუჭისოდენა ხალხს~ (15,16).
ამ `ღვთიურ მადლსა~ და მეუფის ლოცვა-კურთხევას მინდობილებმა გადავწყვიტეთ, ხევსურთა რელიგიური შეხედულებები `ახალი აღთქმის~ შუქზეც შეგვესწავლა... შეგნება იმისა, რომ ამ პროცესში ძალაუნებურად მოგვიწევდა `იფქლისა~ და `ღვარძლის~, კეთილისა და ბოროტის გამორჩევა-განცალკევება, ჩვენს პასუხისმგებლობას არნახულად ზრდიდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება, რაც მართლმადიდებლური კუთხით ხევსურთა `წეს-რწმუნებების~ შესწავლამ გვიჩვენა, არის შემდეგი:
ხევსურები მართლმადიდებლები ქრისტეშობამდე იყვნენ! ანუ მაშინ, როცა ისინი `ძველი აღთქმის~ რჯულით ცხოვრობდნენ... მესიის განკაცების შემდეგ ხევსურთა დიდი უმრავლესობა ე.წ. `თვითრჯულის~ მდგომარეობაში აღმოჩნდა და საღმრთო მადლის კლებაც ნელნელა დაეტყო ამ კუთხეს.
როგორც კვლევებმა გვიჩვენა, ხევსურთა რელიგიურ პრაქტიკაში დამკვიდრებული ქადაგის (`მკადრეს~) ინსტიტუტი ქრისტეშობამდე, ძირითადად, იმავე სულიერ-ღვთაებრივ საწყისებზე იყო დაფუძნებული, რაზედაც მთელი `ძველი აღთქმის~ რჯული და ე.წ.
`წარმართული~ რწმენის ელემენტებთან შედარებით მას ხევსურთა სულიერ ცხოვრებაში გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.
ხევსურულ ანდრეზებში აღწერილი `ღმერთ-კაცები~ (გახუა მეგრელაური, მგელა ჯაბუშანური და სხვანი) უდავოდ დიდი საღმრთო მადლის მატარებელი სულიერი ლიდერები იყვნენ და უფლისაგან მათზე დაკისრებულ მისიას წარმატებით ასრულებდნენ.
თუმცა, მაცხოვრის განკაცების შემდგომ, როდესაც სამყარო `ახალი აღთქმის~ რჯულის ქვეშ მოექცა, ხევსურეთის სულიერმა ცხოვრებამ, გარკვეულ გარემოებათა გამო, არასწორი მიმართულება შეიძინა და, როგორც უკვე მოგახსენეთ, `თვითრჯულის~ ცოდვაში ჩავარდა.
კერძოდ, ხევსურებმა უარი განაცხადეს `ახალი აღთქმის~ მიხედვით ღვთის მსახურებაზე და შეეცადნენ ღმერთთან ურთიერთობა კვლავ ძველებურად (`მამა-პაპურად~) ანუ კვლავ ქადაგის საშუალებით გაეგრძელებინათ... უფალს თავისი მედიატორი თვითონ უნდა აერჩია _ ასეთი იყო ხევსურეთში სულიერი ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკა! ამ საკითხში ხევსურთა მხრიდან თვითმარქვიობა ან ტყუილი გამორიცხული იყო, რადგან ისინი ოდითგანვე რწმენის მაღალი ხარისხით, ღვთისმოშიშებითა და უზენაესთან გულწრფელი ურთიერთობით გამოირჩეოდნენ... მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ურჩობისა და საღმრთო მადლის კლების გამო ხევსურეთში დროთა განმავლობაში ძლიერ შემცირდნენ და საბოლოოდ სულ გაქრნენ უფლისმიერ ზეშთაგონებული პიროვნებები, რომელთაც ხალხსა და ხატ-სალოცავებს შორის შუამავლობა ევალებოდათ.
ამის შემდეგ ხევსურებმა სულიერი კავშირი უფლის მიერ `ახალი აღთქმის~ რჯულით დადგენილ შუამავლებთან (დედა-ეკლესიასა და სამღვდელოებასთან) კი არ დაამყარეს, არამედ თავდაპირველ ურჩობაზე კიდევ უფრო მძიმე მეორე ცოდვა ჩაიდინეს და მღვდლების ნაცვლად ნდობა ათასი ჯურის მკითხავებს გამოუცხადეს, რის შედეგადაც ძველი დროის ღვთივგანბრძნობილი ქადაგების ადგილი ხევსურთა სულიერ ცხოვრებაში ცრუპენტელა ბარელმა მკითხავებმა დაიკავეს...
ეს არის ერთერთი ყველაზე სავალალო და სამწუხარო ფაქტი, ერთერთი ყველაზე დიდი სულიერი ცდომილება, რაც მართლმადიდებლური კუთხით ხევსურთა `წეს-რწმუნებების~ შესწავლისას დავინახეთ.
ჩვენი კვლევებიდან ჩანს, რომ ხევსურები ამ სულიერმა 5
ცდომილებამ ძალიან დააზარალა _ როგორც ინდივიდუალურ ისე საზოგადოებრივ დონეზე. გაოცებას იწვევს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეთნოგრაფიული მასალების გაცნობა:
წლების განმავლობაში თუ როგორი ბავშვური მიამიტობით ენდობოდნენ ჩვენი წინაპრები ამა თუ იმ მკითხავის ფანტაზიას, როგორ თვლიდნენ მას `უფლის ნებად~ და როგორ ზედმიწევნით ცდილობდნენ ამ `რეკომენდაციების~ შესრულებას. `მკითხავს უთქომ... მკითხავს გადმაუყოლებავ~ მხოლოდ ეს ფრაზაც კი ხშირად საკმარისი იყო იმისათვის, რომ თვითმარქვია `მედიატორების~ ფანტაზიის ნაყოფი, თვალს და ხელს შუა, რელიგიური მოწიწების ობიექტის შექმნის საფუძველი გამხდარიყო.
ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღინიშნოს, რომ ამ პროცესებში თავისი ნეგატიური როლი ბარიდან მთაში არასწორად გატარებულმა ქრისტიანულმა პოლიტიკამაც შეასრულა, რის გამოც, საუკუნეების განმავლობაში დედა-ეკლესიასა და ხევსურთა შორის ქრისტესმიერი სიყვარულისა და ერთსულოვნების ძაფი ლამის გაწყვეტამდე მივიდა...
- რაბი, ვინ სცოდა ?!~ _ ეკითხებოდნენ მაცხოვარს ერთერთი ბრმადშობილის განკურნებისას _ `ამან თუ ამისმა წინაპრებმა, რამეთუ ბრმა¡ იშვა?~
ასეთი იყო მუშაობის პროცესში ჩვენი უნებური, შინაგანი კითხვა სამყაროს შემოქმედისადმი:
`რატომ მოხდა, უფალო, რომ თავის დროზე ხევსურებმა ჭეშმარიტება ვერ შეიცნეს და `უძღები შვილის~ როლში აღმოჩნდნენ?~
გაუცნობიერებლად თან გვდევდა იმის რწმენაც, რომ პასუხად ჩვენც იგივეს მივიღებდით:
`... არცა ამან... არცა მშობელთა ამისთა, არამედ რა¡თა გამოცხადნეს საქმე ღმრთისა¡ მაგას ზედა~ (იოანე 9, 2-3).
მართლმადიდებლური თვალსაზრისით განხილვისას ხევსუ-რეთის რელიგიურ ყოფაში დავაფიქსირეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცდომილება, რის შესახებაც გვსურს მკითხველს დასაწყისშივე მოვახსენოთ:
მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ცალკეულ შემთხვევებში ხევსურეთში ადგილი ჰქონდა ბოროტი(დაცემული) სულებისადმი აშკარა თაყვანისცემის შემთხვევებს.
როგორც თ. ოჩიაური აღნიშნავს, გარდა სულიწმიდის მადლით დაფუძნებული ხატ-სალოცავებისა `ხევსურეთში ჩვენ გვაქვს სრულიად საწინააღმდეგო მიზეზი, რომელიც ხელს უწყობს ამა თუ იმ პირის კულტის ობიექტად ქცევას და მის შესახებ სათანადო გად6
მოცემების შექმნას. ეს მიზეზი ამ პიროვნების საზიანო მოქმედებაში, მის მიერ ხალხისათვის უბედურებისა და ავი საქმის მიყენების უნარში გამოიხატება. შიშის გრძნობა აიძულებს მორწმუნეებს გარდაცვალების შემდეგ კეთილად განაწყონ მისი სული, ასიამოვნონ, გული მოულბონ მას და, ამდენად, თავიდან აიცილონ მოსალოდნელი ხიფათი. თუ პირველ შემთხვევაში კეთილ ღვთაებათა საწყისთან გვაქვს საქმე, მეორეში ბოროტი ღვთაების ან ბოროტი სულის წინაპარია ჩვენს წინაშე... ცალკეულ შემთხვევებში `... (ბოროტი ძალების წინაშე) შიშის გრძნობის გამო რელიგიური თაყვანისცემის ობიექტად გაუხდიათ თვით საძულველი მტერიც კი~ (15,17).
მაშასადამე, იმ მიზნით, რომ მათგან ზიანი აეცილებინათ, ხევსურები ზოგჯერ ბოროტ სულებსაც აქცევდნენ რელიგიური თაყვანისცემის ობიექტად. ერთერთი მთხრობელის განმარტებით: დემონებს ანუ `გამიწრივლებულ~ სულებს `იმის გამო ილოცვენ, რომ დავიშორათავ~ (15,18).
ამ ფაქტის გარშემო კონკრეტული მაგალითების მოყვანისაგან თავი შეგნებულად შევიკავეთ:
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დემონური პირველსაწყისის მქონე საკულტო ობიექტების კვლევა ჩვენი ნაშრომის ფარგლებს სცილდება. ხევსურთა `წეს-რწმუნებებში~ ჩვენ ვიკვლევთ მართლმადიდებლურ (ბიბლიურ) ასპექტებს და იმ ხატ-სალოცავებს, რომლებიც ანდრეზულად სულიწმიდის მიერ არიან დაფუძნებულნი (მადლობა ღმერთს, ხევსურთა სალოცავების დიდი უმრავლესობა ისტორიულად სწორედ ასეთ წარმომავლობას ამჟღავნებს) და მეორე, პატივს ვცემთ რა დღეს მთაში მცხოვრებ ხევსურთა რელიგიურ გრძნობებს, თავი შევიკავეთ იმის დაკონკრეტებისაგან, კერძოდ რომელ სალოცავში რა ცდომილებას დაუდო საფუძველი გარკვეულ პერიოდში ჩვენი წინაპრების ასეთმა `სარწმუნოებრივმა მიამიტობამ.
ხევსურეთში მართლმადიდებლური წარმომავლობის სათემო სალოცავები (ჯვრები) შემდეგია:
1) გუდანის `საღმრთო~ (წმიდა გიორგის) ჯვარი
2) ცროლის ყოვლადწმიდა `სანების~ ჯვარი
3)არხოტის მიქაელ მთავარანგელოზის და წმიდა გიორგის ჯვრები
4) როშკის (დიდგორის) წმიდა გიორგის ჯვარი
5) ლიქოკის წმიდა გიორგის ჯვარი
6) გურო -გიორგიწმინდის `სანების~ და წმ. გიორგის ჯვრები
7) შატილ- ანატორის მიქაელ მთავარანგელოზის და ღვთისმშობლის ჯვრები
8) ხონეს მიქაელ მთავარანგელოზის ჯვარი
გარდა ყოვლადწმიდა სამებისა, ხევსურეთში დასტურდება შემდეგ ქრისტიან წმინდანთა და ანგელოზთა თაყვანისცემის ფაქტი:
1) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
2) წმიდა გიორგის
3) მთავარანგელოზთა _ მიქაელისა და გაბრიელის
4) წმიდა მღვდელმოწამე ათენოგენეს
5) წმიდა ილია წინასწარმეტყველის
6) წმიდა პეტრე მოციქულის
7) წმიდა მეფე თამარის
ხევსურულ რელიგიურ დღეობათა კალენდარში თერთმეტი ქრისტიანული დღესასწაულია, ესენია:
1) ქრისტეშობა
2) წყალკურთხევა/ ნათლისღება (რომელსაც ხევსურები `გა(მ)ცხადებას~ უწოდებენ)
3) ხარება
4) აღდგომა (რომელსაც ხევსურები`ახვსებას~ ეძახიან)
5) ამაღლება
6) სულთმოფენობა (რომელსაც ხევსურები `ხალარჯვებას~ ეძახიან)
7) ათენგენობა
8) მარიამობა (ხევსურულად `მარიანობა~)8
9) ფერიცვალება (ხევსურულად `ფერისცვალი~ )
10) ჯვართამაღლება
11) გიორგობა (ხევსურულად `გიორგიობა~)
მართლმადიდებელ სასულიერო პირთა მუდმივი დეფიციტისა და საჭირო განათლების არქონის გამო ხევსურეთში ამ დღესასწაულთა ჭეშმარიტი, ქრისტიანული შინაარსი თითქმის არავის ესმის, მიუხედავად ამისა, ბევრი მათი სახელწოდება არქაულობითა და საოცარი სიზუსტით გამოირჩევა.
ასე, მაგალითად, ნათლისღების ხევსურული სახელწოდება `გამცხადება~ სრულიად შეესატყვისება მდინარე იორდანეზე მაცხოვრის ნათლისღებისას ყოვლადწმიდა სამების სამბუნებოვნების გამ(ო)ცხადებას ქვეყნიერებისათვის.
თუმცა, თვითონ ხევსურებს ამ მოვლენის შინაარსისა და სიტყვა `გამცხადების~ წარმომავლობის შესახებ არასაკმარისი და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. კერძოდ, ალ. ოჩიაური წერს: `გამცხადებაზე მე ხევსურეთში ვიკითხე და კარგად ვერავინ მითხრა, რაზე არის წარმოშობილი ან ეს სიტყვა რას ნიშნავს~ (11,46) და იქვე დასძენს: ხოლო `წყალკურთხევაზე ხევსურებმა სხვადასხვანაირად მითხრეს: ზოგმა თქვა: ამ დღეს ღმერთმა წყალი ორდანე აკურთხაო. ზოგმა: მანამდინ წყალი უწმინდური ყოფილა და ამ დღეს წყალი უკურთხებია ივანე ნათლის მცემელს და ამიტომ, რაც უნდა უწმინდური რამ ეგდოს წყალში, ის გაწმიდავდება, მისი დალევა შეიძლებაო... ზოგმა კი მითხრა: ივანემ იესო ქრისტე მონათლა ამ დღეს და იმიტომ ჰქვიან წყალკურთხევაო. ეს უფრო ისეთ ადგილებში და სოფლებში თქვეს, სადაც წინათ ეკლესიები და მღვდლები ახლო ჰყავდათ და ალბათ მათგან ჰქონდათ გაგონილი~ (11,48).
რაც შეეხება აღდგომის ხევსურულ სახელწოდებას `ახვსება~, ჩვენი ვარაუდით, იგი ისტორიულ კავშირში უნდა იყოს `ძველი აღთქმისეულ~ ხელავსების ტრადიციასთან, რაზედაც წინა ნაშრომში უკვე ვისაუბრეთ.
საინტერესოა,ასევე, რომ ხევსურები დიდმარხვის მეორე შაბათს ე.წ. `სულთაკრეფას~ აღნიშნავდნენ, რომელიც მიცვალებულთა მოხსენიების დღედ ითვლებოდა და ქრისტიანულ რელიგიურ კალენდარში ასევე მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ემთხვევა. ამ დროს ხევსურეთში იცოდნენ წანდილის (კოლიოს) მსგავსი საკურთხის მომზადება, რომელიც სიმინდისა და ლობიოს მარცვლებისაგან კეთდება და `დოხანი~ ეწოდება. ამასთან დაკავშირებით ალ. ოჩიაური წერს: `სულის (მოხსენიების) დღეები სხვა
მართლმადიდებლური თვალთახედვით, ღვთისმსახურების ხევსურულ წესში ასევე მნიშვნელოვან ცდომილებას წარმოადგენს სისხლიანი მსხვერპლშეწირვა და საკლავის სისხლით სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჯვრის გამოსახვის ჩვეულება.
სალოცავში სისხლის დაღვრა და ამ სისხლით სამსახურებო ნივთებისა თუ მასში მონაწილე ადამიანების `განწმენდა~ `ძველი აღთქმის~ რჯულის მიხედვით სრულდება, ხოლო, სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე სისხლით ჯვრის გამოსახვა კი ამ რიტუალის უფრო გვიანდელი `ქრისტიანული~ დანამატია.
თუმცა, ვფიქრობთ, რომ ხევსურეთში ჯვრის თაყვანისცემის განხილვა მხოლოდ ქრისტიანულ ჭრილში არასწორი იქნება. სავარაუდოდ, მისი საწყისები ბევრად უფრო შორეული ეპოქებიდან იღებს სათავეს. სავსებით სწორად აღნიშნავს ალ. ყამარაული, რომ ხევსურებს:`ჯვრის საიდუმლო ძალა იმდენად ძლიერ სწამთ, რომ ეს არის მათი სარწმუნოების და ხატის სიმბოლო~ (20,53).
ჩვენი აზრით, ხევსურული ჯვრის `ხატ-სიმბოლო~ სამყაროს შესახებ უძველესი საკრალური ცოდნის დანაშთია. ვფიქრობთ, რომ კავკასიის მთებში შეხიზნული ქართველური ტომების მიერ საოცარი სიცოცხლისუნარიანობით შემონახული ეს ხატ-სიმბოლო თავის წიაღში ყოვლადწმიდა სამების წინასახეს ჯერ კიდევ მაცხოვრის განკაცებამდე ატარებდა და ფლობდა ცოდნას კოსმიური წესრიგის პირველსაწყისის შესახებ, რასაც ქრისტიანობამ ახალი, კიდევ უფრო ღრმა სულიერი დატვირთვა და დადასტურება მისცა. თუმცა, ამ ცოდნის სრულყოფილად წვდომასა და გააზრებას ჯერ კიდევ ხანგრძლივი ძიება და სათანადო სულიერი მომზადება დასჭირდება....წყაროhttp://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000697/Binder1.pdf
ბიბლიოგერაფია:http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000697/Binder1.pdf
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment