Wednesday, December 19, 2012

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი

  ხევი, მთიულეთიდა თუშ–ფშავ–ხევსურეთი – აღმოსავლეთ საქართველოს მთის რეგიონების სახელწოდებებია.

მთის ხალხი განსაკუთრებული ემოციური სიმკაცრით გამოირჩევა და მათი რელიგიური განწყობაც განსაკუთრებულია – მთის რელიგიური ცენტრები – ხატ–ანგელოზების საბრძანისები, სამლოცველოებია, რომლებსაც ხევსურები ჯვრებს, ხოლო თუშები და ფშავლები ხატებს უწოდებენ. ჯვარს(ხატს) თავისი ტერიტორია აქვს, სადაც სამლოცველო დარბაზი, სადროშე კოშკი, საზარე, სასანთლე, ბეღელი, საქვაბე–სალუდეა განალაგებული.



ერთ–ერთი მთიანი მხარის –ხევის უმთავრესი სალოცავია ულამაზესი გერგეტის სამება – რომელიც ზღვის დონიდან 2 040 მეტრზე მდებარეობს. ტაძარი XIV საუკუნეშია აგებული და გუმბათოვანი ტაძრისა და სამრეკლოსაგან შედგება.
მთის სოფლების არქიტექტურა ქართული ხუროთმოძღვრების განსაკუთრებული ძეგლია. მისი საუკეთესო მაგალითია სოფელი შატილი – იგი ქართული სამშენებლო ხელოვნების გამორჩეული ქმნილებაა – ტერასულად შეფენილი სოფელი საცხოვრებელიცაა და ციხე–სიმაგრეც.

მთიელები მუდამ განსაკუთრებული პატრიოტული გრძნობით გამოირჩეოდნენ – ისინი ქართველი მეფეების ყველაზე ერთგული დასაყრდენნი იყვნენ გადამთიელი დამპყრობლების წინააღმდეგ, იქნებოდნენ ისინი რელიგიური მტრობით შემოჭრილნი, თუ ფიზიკურად დაპირისპირებულნი. ერეკლე მეფის ომის დროს აღა–მაჰმად–ხანის წინააღმდეგ, სამასი არაგველი ჩაება უკვე წაგებულ ომში სპარსელთა წინააღმდეგ და შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ ებრძოლათ უკანასაკნელ სისხლის წვეთამდე და არცერთი მათგანი არ გარიდებია ბრძოლის ველს – ყველა ერთად დაიხოცა, როგორც ოდესღაც სამასი სპარტელი.

მთიელებს თავიანთი კულტუროლოგიური თავისებურებები ახასიათებთ – აქ ყველა პოეტია – ერთმანეთს ეჯიბრებიან კაფიაობაში – ექსპრომტული ლექსების თქმაში და კეჭნაობაში – ხელჩართული ხმალაობის ვარჯიშში; ცეკვავენ განსაკუთრებულ ომახიან მთის ცეკვებს; ქსოვენ არაჩვეულებრივად ფერადოვან ხალიჩებს და ქარგავენ მთის ეროვნულ ქართულ სამოსს;

სუფრაზე, სხვა ქართული რეგიონებისგან განსხვავებით ღვინის წილ მიირთმევენ ლუდსა და ერთნახად არაყს – ჟიპიტაურს, დიდ ხმარებაშია ხინკალი.

მთამ საქართველოს მისცა უდიდესი პოეტი–ფილოსოფოსივაჟა–ფშაველა, რომლის ნაწარმოებებზე ზნეობრივად იზრდება თანამედროვე ქართველი ახალგაზრდობა.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში იშვიათი ბუნებაა, რომლის დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თუშეთის ნაკრძალ ტერიტორიას – თუშეთის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 900 - 4800 მ.-ზე მდებარეობს.



თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალისფართობი 10694 ჰექტარია. ნაკრძალი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნებისაქ მობინადრე ცხოველთაგან აღსანიშნავია ნიამორი, კავკასიური ჯიხვი - მისი რიცხოვნება კავკასიაში რამდენიმე ეგზემპლიარით შემოიფარგლება, შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში; აგრეთვე აღსანიშნავია არჩვი, მგელი, ფოცხვერი, დათვი და სხვ. ფრინველთაგან - შევარდენი, მთის არწივი და სხვ. თუშეთის ეროვნული პარკში დაცულიაუნიკალური ფიჭვნარი ტყე და წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები - არყი, მაღალმთის მუხა, ცირცელი, დგნალი.წყარო

No comments:

Post a Comment