ხევსურეთის გეოგრაფიული მდებარეობა
ხევსურეთი ღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის,
შატილისა და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.ხევსურეთს ჩრდილოეთით
ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი,
სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, ხევსურეთის მთელი
ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ოთხ თემადაა გაყოფილი:
ბარისახოს, გუდანის , შატილისა და არხოტის.
ხევსურეთის მაღალმთიანი
ქვეყანაა,რომელიც ღრმა ხევებით არის დაღარული.მისი გეოგრაფიული სახელწოდებაც „ხ ე ვ-ს უ რ ე თ ი“ უეჭველია
აქედან არის წარმომდგარი და ნიშნავს ღრმა ხევებიან ადგილს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია
ერთადერთი რეგიონი საქართველოში, ხევსურეთში – არხოტი, სადაც 21-ე საუკუნეში შეუძლებელია
ადამიანი საავტომობილო ტრანსპორტით მივიდეს. ასეთი პირობები მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან
მომდინარეობს. აქ არის უღელტეხილები, მასზე გადასვლა ცხენით, ან ფეხითაა შესაძლებელი.
ერთ-ერთი უღელტეხილის სიმაღლე, რომელიც ყაზბეგიდან გადმოდის, 3 400მ-ს აღწევს, როშკიდან
გადმომავალი 3 000მ-ია, ხოლო ყველა შიდა გადასასვლელი 3 000მ-ზე მაღალია. 1990 წლამდე
ამ რეგიონში მოხვედრა შესაძლებელი გახლდათ ინგუშეთიდან მდ. ასას ხეობით, როდესაც საზღვარი
ჩაიკეტა. მდ. ასამ ისე დააზიანა ჯერ კიდევ არსებული გზა, მისი აღდგენა შეუძლებელია
და ბილიკიც აღარ არსებობს.არხოტი არის რეგიონი, სადაც 3 სოფელია: ჭიმღა, ამღა და ახიელი.არხოტის
ხეობას ასევე არაგვს უწოდებენ.არხოტის წყლის სათავე შედგება კავკასიონიდან გამომდინარე
ცირცლოვანისა და ჭიმღის წყლებისგან. სოფელი როშკა საქართველოს სოფლებს შორის ერთ-ერთი
ლამაზი სოფელია, რომლის სიმაღლეც ბევრად არ ჩამოუვარდება უშგულს. ყველაზე მაღლა მდებარე
სახლის სიმაღლე უშგულის სიმაღლის დონეზეა. როშკაში არის გამორჩეული ბუნების საოცრება,
უზარმაზარი ლოდები.
ხევსურეთის ცენტრად დღეს
ბარისახო ითვლება,ადმინისტრაციულად ხევსურეთი ეკუთვნის დუშეთის რაიონს,რომელიც მას
უწევს პოლიტიკურ-კულტურულ ხელმძღვანელობას.
ხევსურეთის მოსახლეობა
1926 წლის სტატისტიკური
აღწერის მიხედვით ხევსურეთის მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 3.472,და თუ ამ რიცხვს ჩვენ შევადარებთ
1873 წლის ხევსურეთის სტატისტიკურ აღწერას,სადაც ნაჩვენებია 4.867 სული,მაშინ გამოირკვევა,რომხევსურათის
მოსახლეობა თითქმის 25% -ით შემცირებულა.
ხევსურეთში მოსახლეობა
გვარებად არის დაყოფილი.თითოეულ გვარს აქ ერთი ხეობა ან სოფელი უჭრავს.ხევსურეთშ ყველაზე
დიდი და მრავალრიცხოვანი გვარი არაბული და ჭნჭარაულია და ორივე ეს გვარი ითვლება ხევსურეთიის
ძირეულ დათავდაპირველ მოსახლეობას.ამ ორ გვარს უჭრავს უმთავრესი პირაქეთი ხევსურეთი(არაგვის
ხეობა).ხალხური გადმოცემით არაბულისა და ჭნჭარაულის წინაპარი ფშავეთიდან წარმოსდგება.თქმულებით
არაბულისა და ჭინჭარაულის წინაპარი შუაფხოდან გადმოსულა და ეს გარემოება ერთხელ კიდევ
ადასტურებს ისტორიულ ცნობას ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობის ერთიანობის შესახებ.
პირაქეთ
ნაწილს, არაგვის ხეობაში მოქცეულ მთებს (ბაცალიგო, ბარისახო)უწოდებენ ხევსურეთს,ხოლო
პირაქეთელი ხევსურები თავიანთ თავს თვლიან ნამდვილ ხევსურებად და მიწა-წყალსაც ბუდე
ხევსურეთს უწოდებენ.დღევანდელი ხევსურეთისა და ხევსურების ამდაგვარი წარმოსახვა არ
არის სწორი და იგი ჯერ კიდევ ძველი ფხოვის არსებობის დროიდან უნდა მოდიოდეს. ხევსურეთი
აერთიანებს კავკასიონის სხვადასხვა კალთებზე მდებარე ორ ძირითად თემს – პირაქეთს და
პირიქითს. პირიქითა ხევსურეთი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კიდევ ორ თემად იყოფა.
ესენია არხოტი დსამწუხაროდ, ხევსურეთში ბევრი სოფელი მოსახლეობისგან იცლება. კარგი
მოვლენაა, რომ იქ მყოფი ადამიანები სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფებში არიან დასაქმებულნა
მთასიქით-მიღმახევი. სამწუხაროდ, ბევრი სოფელი
მოსახლეობისგან იცლება. კარგი მოვლენაა, რომ იქ მყოფი ადამიანები სასაზღვრო პოლიციის
ქვედანაყოფებში არიან დასაქმებულნი,. რამდენიმე
ადგილიი მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობითაა დაკომპლექტებული და ისინი მუდმივად ცხოვრობენ
აქ. ადამიანი დროის გარკეულ მონაკვეთში მუშაობს დანაყოფში და თავის ისტორიულ, მამა-პაპეულ
კერასაც იცავს და უპატრონოდ არ ტოვებს.დათვისჯვრის უღელტეხილი 6 თვე ბუნებრივად დათოვლილია.
შეუძლებელია და არცაა სასურველი მისი თოვლისგან ინტენსიურად გაწმენდა, რადგან არის
ფერდობები, სადაც დღეში შეიძლება რამდენიმე ზვავი ჩამოწვეს და ამას მსხვერპლი მოჰყვეს.
ბუნებრივი პირობები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საავტომობილო გზა ბარიდან ხევსურეთში
მუდმივად არსებობდეს, რაც მოსახლეობისთვის ამ მხრივაც ქმნის პრობლემებს.‘’თავდაპირველ
ხევსურულ გვარებს ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური წარმოადგენდა’’, დანარჩენი გვარები
კი შედგებიან სხვადასხვა წარმოშობის მთიელებისაგანო. შეუძლებელია, რომ გუდანის დაარსების
დროს ან იმაზე უწინ, ფხოვის ტერიტორიაზე სხვა გვარები არ მდგარიყვნენ. შესაძლოა, რომ
ფხოვში რომელიღაც სხვა გვარების მომძლავრებისას შევიწროვებული რამდენიმე გვარი გუდანში
ერთად იყრიდეს თავს და ძმად შეყრის.წყარო
ბიბლიოგრაფია : "ხევსურეთი" სერგი მაკალათია
No comments:
Post a Comment