Thursday, December 13, 2012


"ხატის მსახურნი
ხევსურეთში ხუცესი ორგვარია, სულის ხუცი და ხატის ხუცი.სულის ხუცესის მოვალეობას შეადგენს მიცვალებულის წესის რიგის შესრულება,ტაბლების კურთხევა,სულის წყაროს დალოცვა და სხვა.ეს არ შეუძლია ხატის ხუცესს,რომელსაც ეკრძალება მიცვალებულის ოჯახში შესვლა,რადგან ხევსურები ფიქრობენ რომ მიცვალებული უწმინდურია და ხატი დაგვმიზეზავსო.ამიტომ ხატის ხუცესს ევალება მხოლოდ ხატის სამსახური და მისი წესების უმწიკვლო შესრულება,ის ხატში ხალხს ამწყალობლებს,საკლავებს ხოცავს ,საღვთოს იხდის და სხვა.
ხევსურული სახელები
ხევსური მამაკაცის სახელებია:ახალა, აბაისძე, ადუა, აბა, აფშინა, ახვა, ალეკა, ალეკმამა, ალუდი, აპარეკა, ალუდაური, ბაბუტი, ბერდია, ბაბუა, ბაიჭაური, ბათირა, აბიკა, ბეწინა, ბაბო, ბაბუხური, ბაბუკი, ბეკია, ბაჭია, ბაჭყი, ბაია, ბახა, ბაბღია, ბაჩაყაური, ბაღათერა, ბახურა, ბაბურაული, გუგუა, გრანჯა, გამახელა, გოგოთური, გარსია, გიგიტა, გიგია. დია, დათვია, კუკუა, ხირჩალა, ჩუა, თორღვა, თათია, თათუა, ოჟია, მგელა, ჩაჩაური, ჯურკა, უშიშა, მინდია, კრუა, [...]

სოფელ გველეთის სალოცავი
სოფელ გველეთის მთავრი სალოცავი მდებარეობს სოფლის თავზე,მისგან საკმაოდ შორს და მას მთავარანგელოზის ჯვარი ეწოდება. თავდაპირველად ის სალოცავი ღვთისია ხუცესის თქმით გიგაურების სალოცავი იყო,როდესაც გიგაურები გველეთიდან გადასახლებულან,მათ ადგილზე ბაცალიგოდან ბიჩინაგურთ თემის კაცი გიორგი არაბული გადმოსულა,მაშინ ეს მთავარანგელოზის ჯვარი თავის სალოცავად გაუხდია. ამჟამად გველეთში მოსახლე ხევსურები ყველა ერთი კომლის გარდა გიორგი შთამომავალია. წყარო: შოთა არაბულიისტორიული თავგადასავალი [...]
»კულტურა თემო არაბულის პოეზია
*** ქალავ გამამყევი *** ქალავ გამამყევი!, ერთად შავიარათ, მთაში მისავალი წვრილი ბილიკები, ქალავ შემომხედე!, კიდევ დავინახო, შენს ლამაზ სახეზე, ნაზი მიმიკები. ქალავ გამამყევი!, მთა-გორებს განახებ, განახებ ლამაზი ბუნების სიუხვეს, განახებ იებს და განახებ ენძელებს და ცაზე ლამაზად, მიბჯენილ ჭიუხებს. ქალავ გამამყევი!, დაუყვეთ ხეობებს, და დასასრული არ მივცეთ სიარულს, ქალავ გამამყევი!, არაგვსაც ვუსმინოთ, ხანდახან ბობოქარს, ამჟამად.

კოპალას დაარსება ლიქოკში
ლიქოკში არის ერთი მაღალი მთა კარატისწვერი. ეს წვერი მთაზე პატარა დავაკებაა. ერთ მხარეზე გადახედავს ბულალაურთას, ფშავის სოფელს, და მეორე მხარეზე ლიქოკის ხეობას. ამ ფშაველ-ხევსურების და, ნამეტნავად, ამ ორი სოფლის ადგილს საზღვრავს ეს მთა კარატისწვერი. ამ მთაზე ზაფხულობით ამოდის როგორც ულალაურთის საქონელი, ისე ლიქოკლებისა და ამ მთის სიმაღლეზე სანიაოზე დგებიან. აქ ამოდიოდნენ და ერთიმეორეს ხვდებოდნენ ორივე
.

შატილი
შატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია). სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება [...]მუცო
მუცო, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტისწყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში,ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელი ზღვის დონიდან 1880 , დუშეთიდან 121 კმ-შია. სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განალგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობისთავზე, ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკია და რამდენიმე ძველი სტრუქტურის ნანგრევია შემორჩენილი. [...]
კოპალa
გმირი კოპალა ცხენზე ზის, ჩხენი მიდის და გოგდება, მის სამტროდ დევნი აშლილან, ყველა დიდ მთაზე გროვდებაგმირი კოპალას შიშითა დევებს ვერ გაუხარიათ, მისი მარჯვენა მძლავრია, მისი დაკრული მწარეა. * * * კოპალაღვთისშვილია, ფშავში უძილაურთა და ხევსურეთში ლიქოკის საყმოთა პატრონი და სალოცავია. თავდაპირველად ხორციელი იყო. ბავშვობისას დევებმა მოიტაცეს, ძალიან ცუდ პირობებში ჰყავდათ, ბევრს ამუშავებდნენ.
ხევსური ხალხის მკურნალობა
ხევსურეთში ხალხის მკურნალობას სათანადო ყურადღება ექცევა. 1925 წელს ბარისახოში აშენდა საავადმყოფოს მშვენიერი შენობა, სადაც ფშავ-ხევსურეთის საექიმო პუნქტია მოთავსებული. აქ მუშაობს ერთი ექიმი, რომელიც მოსახლეობას მკურნალობით და წამლების მოწოდებით დიდ დახმარებას უწევს. ხევსური ექიმს აფასებს და მას ხშირად მიმართავს სამკურნალოდ. მაგრამ აქ თავიანთი ექიმბაშები ჰყავთ. განსაკუთრებით ცნობილი ხევსურეთის დოსტაქრები, რომელიც დაკეჭნილებს მკურნალობენ, დაკეჭნილი ხევსური წინათ დოსტაქართან [...]
ალეკა, გუგუა, დაკეჭნილი, დოსტაქარი, დრამი, ექმიმბაში, ლიქოკელი, მგელიკა, მეშუღლე, ოჩიაური, რჯული, საფოთლე, ტრეპანაცია, ქობულოელი, შატილელი, ჭინჭარაული
რითი იკვებებოდნენ ხევსურეთშ
ხევსურები დღეში სამჯერ ჭამენ: დილას (სადილი), შუადღისას (სამხარი) და საღამოს (ვახშამი). პურს ჭამენ ტაბლაზე, რომელიც ხის დაბალი და მოკლე სუფრაა და ამ ტაბლაზე დიასახლისი ყველას თავის კერძს ჩამოურიგებს. პურის ჭამის დროს ქალები და კაცები ცალკე სხდებიან და თავიანთი ცალკე სუფრა უდგათ. პურს აცხობენ და ჭამენ ქერისას, ქერ-სვილისას და იშვიათად იფქლისას. იფქლს ქერ-სვილაში გაურევენ და ისე: დიყი, ერბო, კალტი, კენკეშა, კეცეული, მაჭკატი, საჭვრეთა, სიპი, ტაბლა, ქადა, ღურღუჭელი, შიბუ, ჩადა, ჭიჭიტა, ხავიწი, ხმიადა
საომარი აღჭურვილობა
ხევსურის საომარი აღჭურვილობა, მისივე ტალავრის მსგავსად, მრავალფეროვანი და ლამაზი იყო. შინაური და გარეშე მტრისგან მუდმივი საფრთხე, თავმომწონეობა, საზღვრის სიახლოვე, ჩრდილოელ მეზობლებთან ურთიერთობახევსურებს აიძულებდა უფრო ბეჯითად ეზრუნათ საბრძოლო მზადყოფნაზე, ვიდრე საქონლის მომრავლებაზე.”(ალ. ყაზბეგი). მამაკაცს ტახტის თავთან ეკიდა ფარ-ხმალი, ჯაჭვი და თოფი, საგანგებოდ გამზადებული საგზალი და ახლად გაბანდული ჯღან-ქალამანი. იგი ნებისმიერ სიტუაციაში მზად იყო სალაშქროდ.წყარო 


ბიბლიოგრაფია :
http://khevsureti.ge/?cat=124

No comments:

Post a Comment